
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, რომელიც გუშინ უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟს დაეჯახა, სტიმულატორების ზემოქმედების ქვეშ იყო. მისივე თქმით, შემთხვევაში სწორედ მისი ბრალეულობა იკვეთება.
"ადამიანს, რომელიც საჭესთან იჯდა, გარკვეული "ჯანმრთელობის პრობლემები" ჰქონდა. გარკვეული სტიმულატორები იყო, მაგრამ გამოძიება გრძელდება და ვფიქრობ, შედეგები უახლოეს საათებში იქნება", - თქვა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ უკრაინის პრეზიდენტის მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკის დაზიანება არ მიუღია, იმ მანქანის მძღოლი კი, რომელიც პრეზიდენტის მანქანას შეეჯახა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.