უკრაინაში მაიმუნის ყვავილის შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. 

ამჟამად პაციენტი ჰოსპიტალიზებულია სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული მკურნალობისთვის. 

„ამჟამად პაციენტი ჰოსპიტალიზირებულია სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული მკურნალობისთვის, მას აქვს დაავადების მსუბუქი ფორმა. დაავადება დადგინდა PCR კვლევის წყალობით, რომელიც ჩაატარა სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის რეგიონულმა ცენტრმა. უკრაინის ჯანდაცვა, აღნიშნულ შემთხვევის ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა ამ წუთებში მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, პაციენტმა თქვა, რომ არ ჰქონია შეხება მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულთან და არც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ის დაინფიცირდა ქვეყნის ერთ-ერთ დიდ ქალაქში. ამის გარკვევა შესაძლებელი გახდა დაავადების სიმპტომებისა და ეპიდემიოლოგიური ანამნეზის შეგროვების წინასწარი შედეგების საფუძველზე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი