ვაშინგტონში დიდი დაბნეულობაა, რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკაფიოდ - დეგნანი "ოთხეულის" განცხადებებზე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ოთხეულის განცხადებებითა და ბრალდებებით აშშ-ს მიმართ, ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირები დაინტერესდნენ.

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "იმედთან" ინტერვიუში ამბობს, რომ  ოთხეულის მოტივების შესახებ ვაშინგტონში კითხვები აქვთ:

„უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერ მინისტრმა თავისი პოზიცია გამოხტა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია.

ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან, - ამბობს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, "წასულების" თავის ყველა განცხადება სწორედ აშშ-ს საელჩოს წინააღმდეგ არის მიმართული. ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილი-მაჭარაშვილის ოთხეული სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს ომში ჩათრევისა და აქ, "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობებში ადანაშაულებს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი