„ის რაც მე ვიცი კონგრესმენ კინზინგერის შესახებ, არის ის, რომ იგი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში „საქართველოს ჯგუფის“ ხელმძღვანელია. ის საქართველოსა და მისი ევრო-ატლანტიკური მომავლის დიდი გულშემატკივარია. ეს ის საკითხია, რისთვისაც ის მრავალი წელია მუშაობს. ის საქართველოს მეგობარია.
იგი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოღვაწეობის დიდი თაყვანისმცემელია. შესაბამისად, თქვენ კონგრესმენ კინზინგერის სახით ნამდვილი მეგობარი გყავთ. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის დაეთანხმება ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, ან ყველაფერს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს.
სწორედ ამაშია დემოკრატიის ხიბლი, რომ შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები და ამ განსხვავებულობიდან ვიღებთ დებატებს, რასაც იმ პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებამდე მივყავართ, რაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. საერთო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური დებატების გამართვა, რომლის დროსაც ყველა მოსაზრება გაჟღერდება“
- თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა "იმედის" ეთერში, კონგრესმენ, ადამ კინზინგერის განცხადების განსამარტად.