
რუსეთმა უკრაინაში თავისი ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა და ამის ეფექტი თითქმის ნულოვანი აღმოჩნდა - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კეტლინ ჰიკსმა განაცხადა.
ამ ომის დროს რუსეთის სარდლობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოაცხადეს ჰიპერბგერითი რაკეტების ეფექტური გამოყენების შესახებ. 18 მარტს მოსკოვმა გამოაცხადა Kinzhal მაღალი სიზუსტის ჰიპერბგერითი რაკეტის წარმატებული გამოყენება უკრაინის არმიის საბრძოლო მასალის საცავში ივანო-ფრანკოვსკში.
BBC წერს, რომ მათ შეისწავლეს ეს განცხადებები და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანდართული ვიდეოები და მათში უამრავი შეუსაბამობა აღმოაჩინა.
არსებითად, ყველა რაკეტა არის ჰიპერბგერითი - რაც ნიშნავს, რომ მათი სიჩქარე ხუთჯერ აღემატება ხმის სიჩქარეს. ატმოსფეროს ზედა ნაწილში რაკეტით ნასროლ თითქმის ნებისმიერი ქობინს შეუძლია მიაღწიოს ამ სიჩქარეს სამიზნემდე მიმავალ გზაზე. გაზაფხულზე აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მოუწოდა არ გადაეჭარბებინათ ამ ტიპის რაკეტების ეფექტურობაზე საუბრის დროს და აღნიშნა, რომ ამ რაკეტების გამოყენება "თამაშის წესებს ვერ შეცვლიდა".