შეტაკებები ტაჯიკეთთან საზღვრის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს | ყირგიზეთის უსაფრთხოების სამსახური

გამოქვეყნდა:

ყირგიზეთ-ტაჯიკის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტაჯიკეთის მხარემ ცეცხლი ბათენის რაიონის კულუნდის, მასკატისა და ჟან-ჟერ ლეილეკის რაიონების მიმართულებით  გახსნა. ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა კი საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

მათივე ცნობით, ტაჯიკეთის მხარე იყენებს ტანკებს, ჯავშანმანქანებსა და ნაღმმტყორცნებს. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის ხელისუფლებამ ტაჯიკეთის საზღვრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი