მოსახლეობის უმრავლესობა, 62% საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს. 

კითხვაზე - თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? 62% ამბობს, რომ არა, 30% კი ამბობს, რომ დიახ.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია.

NDI აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად, ყველაზე დიდი ალბათობით , ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მიიჩნევენ.

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი