ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს - NDI

გამოქვეყნდა:

NDI-ს კვლევით, უმრავლესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ გამოხატავს.

კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • დიახ - 39%;
  • არა - 56%;
  • არ ვიცი - 4%;
  • უარი პასუხზე 2%;

ახალგაზრდების 65 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. კითხვაზე -  თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 65% - არა;  29% - კი; [ 18-34 წლის ასაკი];
  • 55% - არა; 41% - კი [35 - 54 წლის ასაკი];
  • 48% - არა; 47% - კი [55+ ასაკი] 

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი