
NDI-ს კვლევით, უმრავლესობა რუსეთს საფრთხედ აღიქვამს. კითხვაზე, როგორ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს, თუ საერთოდ წარმოადგენს, რუსეთი მისი მეზობელი ქვეყნებისათვის? პასუხები ასე გადანაწილდა:
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის;
NDI-ს კვლევით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ყველაზე მეტად მხარს კაცები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და ქართული ოცნების მხარდამჭერები უჭერენ.
ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.