
NDI-ს კვლევით, პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის.
კითხვაზე - თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს:
ამავე გამოკითხვით, უმრავლესობა [65%] დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით;
მცირედი ვარდნის მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია - კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? პასუხები ასე გადანაწილდა:
ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივად კვლავ სამუშაო ადგილები და უსაფრთხოება სახელდება.
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობაზე მოსახლეობის აზრი გაყოფილია - გამოკითხულთა 28% თვლის, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს; 27% თვლის, რომ ურთიერთობა არ შეცვლილა; 30% თვლის, რომ საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ხოლო 15%-მა არ იცის;
2019 წელთან შედარებით,გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელ ფაქტორად ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს.
NDI-ს კვლევით, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია. კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი? პასუხები ასე გადანაწილდა:
უმრავლესობის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ყველაზე მეტად რუსეთი [46%] და ოკუპირებული ტერიტორიები [34%] უშლის ხელს;
ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.