მოქალაქეების მხოლოდ მესამედი მოელის, რომ მთავრობა EU-ს პირობებს შეასრულებს - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62%-ს სმენია 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ მივიღებთ. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, მათგან ვისაც სმენია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.

ამავე კვლევის მიხედვით, უმრავლესობისთვის ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა მოქალაქეების მხოლოდ მესამედი მოელის, რომ მთავრობა ამ პირობებს შეასრულებს.

გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ მთავრობა პირობებს არ შეასრულებს, 32% ფიქრობს, რომ შეასრულებს, 35%-მა არ იცის.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ნაკლებად მოელიან.

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი