
NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას, რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას ელის.
კითხვაზე, ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში შემდეგ მოვლენები განვითარდეს?
საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება: მოსალოდნელია - 66%; ნაკლებად მოსალოდნელია - 18%; არ არის მოსალოდნელი - 7%; არ ვიცი - 9%;
საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურება: მოსალოდნელია - 58%; ნაკლებად მოსალოდნელია - 18%; არ არის მოსალოდნელი - 8%; არ ვიცი - 16%;
რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ: მოსალოდნელია- 49%; ნაკლებად მოსალოდნელია - 23%; არ არის მოსალოდნელი -15%; არ ვიცი - 13%;
ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება/გაფუჭება: მოსალოდნელია- 44%; ნაკლებად მოსალოდნელია - 23%; არ არის მოსალოდნელი -14%; არ ვიცი - 19%

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.