ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - დაბომბვას ტაჯიკეთში, 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, საზღვარზე შეტაკებების დასრულების მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

იქამდე კი, ტაჯიკეთის ქალაქი ბატკენი ინტენსიური საარტილერიო იერიშის მთავარი სამიზნე გახდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაიბომბა აეროპორტი და ადმინისტრაციული ცნობები.
გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია 15 წლის გოგონა, ელზადა მანნანოვა, რომელიც გაქცევას ცდილობდა.

დაღუპულთა რიცხვი ყირგიზეთის ოფიციალური მონაცემებით, 42-მდე გაიზარდა. 

შეგახსენებთ, რომ ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე მდგომარეობა 14 სექტემბერს დაიძაბა. არსებული ინფორმაციით, ტაჯიკმა ჯარისკაცებმა ყირგიზეთის სასაზღვრო ტერიტორია ხუთ ადგილას დაბომბეს. მოლაპარაკებების შემდეგ სროლა შეწყდა, თუმ,ცა დროებით.  დღეს, 16 სექტემბერს, ყირგიზეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთმა დაბომბვები სასაზღვრო ზონაში განაახლა, რასაც შეტაკებები მოჰყვა საზღვრის მთელ პერიმეტრზე ბატკენის რეგიონში.

ყირგიზეთის ხელისუფლებაში აცხადებენ რომ ტაჯიკური მხარე იყენებს მძიმე ტექნიკას, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო სისტემას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი