"კვამლი ამოვიდა, შევჯერდით" - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი EU-ს რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე შეთანხმდა

გამოქვეყნდა:

კონსენსუსი შედგა - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი შეთანხმდა საბოლოო კანონპროექტზე, რომელიც ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად მთავარი ნაბიჯი იქნება. 

განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, სამ საათიანი შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი შეჯერდნენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ისეთი რეფორმები  უნდა გატარდეს, რაც დასავლელ პარტნიორებს შედეგს დაუყოვნებლივ აჩვენებს. 

ოთხ დღეში ოპოზიცია გამოაქვეყნებს იმ ფუნდამენტური რეფორმების ჩამონათვალს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის გადამწყვეტია. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რამდენად იქნება მზად მმართველი გუნდი ოპოზიციის ინიცირებულ კანონპროექტს  ხმა მისცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი