ლაშა ლურსმანაშვილის პირველი კომენტარი "მთავართან" - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

არის თუ არა გამოკითხვიდან გამოსული მამაკაცი ნამდვილად ლაშა ლურსამანაშვილი, ვინც გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს - ლაშა ლურსმანაშვილი პირველ კომენტარს "მთავარ არხთან" აკეთებს და ირწმუნება, რომ  სწორედ ის თეთრპერანგიანი პირია, რომელიც 19 ივნისის ტრაგედიის ღამეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მთავარ მოწმეს გუკა ამირხანაშვილს დიდუბეში დახვდა. ლურსმანაშვილი შეხვედრის დეტალებსაც იხსენებს. 

ლურსმანაშვილის თქმით, მან ხაშურში შემთხვევით გააჩერა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც თბილისში პირადი საქმისთვის გაჰყვა და დიდუბეში ჩავიდა, სადაც მისთვის უცნობმა მამაკაცმა ტელეფონით სარგებლობა ჰქონდა. თუმცა მას ვერ დაეხმარა, რადგან ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა. 

მისთვის გაუგებარია საზოგადოების მოსაზრება, რომელიც მის ამ ნათქვამს არ ელოდა.

"მთავარმა" ლურსმანაშვილს სთხოვა, რომ ის ტანისამოსი ეჩვენებინა, რაც 19 ივნისის ღამეს ეცვა, თუმცა ლურსმანაშვილის მტკიცებით, ეს ტანსაცმელი საგამოძიებო უწყებებს აქვთ. 

ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მისთვის იმ ღამეს უცნობ ახალგაზრდა ბიჭს დაახლოებით 10 წამი ესაუბრა  და ამ ამბის შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან გაიგო. გამოძიება ლურსმანაშვილს გუშინ, 8 ივლისს დაუკავშირდა და იგი თბილისში იყო ჩამოსული.

ლაშა ლურსმანაშვილი ხაშურში ცხოვრობს და იგი წლების განმავლობაში მანქანების ხელოსნად მუშაობს. ადგილობრივი მცხოვრებლები კარგად იცნობენ მას. თუმცა მათ უჭირთ პასუხი გასცენ კითხვას, ნამდვილად არის თუ არა "მთავარის" მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებში ნაჩვენები თეთრპერანგიანი პირი.   

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი