რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგში ჰიდროტექნიკური ნაგებობები დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანეს და ამჯერად ჰიდროტექნიკური ნაგებობები დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა მოსახლეობას მოუწოდა დარჩნენ თავშესაფრებში, არ გადაიღონ და გამოაქვეყნონ კადრები სოციალურ ქსელებში.

გარდა ამისა დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ რუსების სამიზნეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

"ჰიდროტექნიკური ნაგებობები სერიოზულად დაზიანდა. მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახურები შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა თავიდან აიცილონ ტექნოგენური კატასტროფა", - წერს რეზნიჩენკო 

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ კრივოი როგის კაშხალი დაბომბეს, რის გამოც ქალაქის ნაწილი დაიტბორა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი