
"აფხაზეთი საქართველოსთან ომის დიდ ალბათობას ხედავს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული TASS, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობითაა მომზადებული.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა "მეორე ფრონტის" გახსნაზე და "რეფერენდუმის ჩატარებაზე".
Tass წერს, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ხუთშაბათს "საზოგადოებრივი საბჭოს" სხდომაზე თქვა, რომ "საქართველოს სამხედრო აგრესიის ალბათობა აფხაზეთის წინააღმდეგ", შედარებით მაღალია - "სამხედრო კონფლიქტის [საქართველოს მხრიდან] ალბათობა საკმაოდ მაღალია", - თქვა არძინბამ. [ციტატა Tass].
"დეკლარაციები ერთია, საქმეები კი სხვა. მათ ქმედებებში შედის უფრო მეტი კონტრაქტი საბრძოლო დაზვერვის თვითმფრინავებისთვის, მუდმივი წვრთნები ნატოსთან, გაძლიერებული კონსულტაციები, წელიწადში 300 მილიონი დოლარი და ა.შ. ასე არ ემზადები მშვიდობისთვის, ეს არის, როგორ ემზადები ომისთვის“, - განაცხადა არძინბამ.
კრემლის მედიის ინფორმაციით, როგორც აფხაზეთის "უშიშროების საბჭოს მდივანმა" სერგეი შამბამ შეხვედრაზე განაცხადა, "ეს შეშფოთება რეალურია, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ".
მისივე თქმით, თუ საომარი მოქმედებები განახლდება, უკრაინის ყველა მხარდამჭერი, საქართველოს დაუჭერს მხარს - ”ჩვენი მოკავშირე არის რუსეთი და ეს არის ჩვენი რეალური მხარდაჭერა”, - თქვა შამბამ
შამბამ ასევე ისაუბრა დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკებთან" მჭიდრო კავშირების დამყარებაზე.
ამავე თემაზე: