გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ზელენსკის გამოსვლას მხარი დაუჭირა | ვინ იყო წინააღმდეგი

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ასამბლეის 77-ე სესიაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის  ვიდეობმულით გამოსვლას ​​​​​​ მხარი დაუჭირა.

ხმები ასე გადანაწილდა: 101 მომხრე, 7 მოწინააღმდეგე, 19-მა თავი შეიკავა.

წინააღმდეგი იყვნენ: რუსეთი, ბელორუსია, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა, ნიკარაგუა, სირია და კუბა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა თავი შეიკავა.

საერთო დებატები ასამბლეაში 20 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი