თეთრი სახლი იზიუმში მასობრივი სამარხების შესახებ ცნობებს "სამარცხვინოსა" და "საშინელებას" უწოდებს

გამოქვეყნდა:

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხების შესახებ ცნობები "საშინელი" და "სამარცხვინოა". უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ამ ადგილზე სულ მცირე 440 საფლავს მიაკვლიეს. 

"შეესაბამება იმ გარყვნილებასა და სისასტიკეს, რომელსაც რუსული ძალები აწარმოებენ ამ ომში. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“,- თქვა ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩეველმა, ჯონ კირბიმ. 

კირბიმ თქვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს „აქტიურად გააგრძელებს მხარდაჭერას სამხედრო დანაშაულებისა და სისასტიკეების დოკუმენტირებაში, რომლებსაც რუსული ძალები სჩადიან უკრაინაში და დაეხმარება ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევას რუსების იდენტიფიცირებისა და პასუხისმგებლობის დაკისრებაში. 

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იზიუმში აღმოჩენილი ზოგიერთი საფლავი „ახალია“ და რომ იქ დაკრძალულები „ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი