რუსეთმა მაქსიმ გალკინი უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმ გალკინი უცხოური აგენტების სიაში დაამატა - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. 

რუსული მედიის თანახმად, სამინისტროში მიაჩნიათ, რომ გალკინმა დაფინანსება უკრაინიდან „პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას“ მიიღო. ის ამ სიაში 23-ე ინდივიდად შეიყვანეს. 

ცნობისთვის, მაქსიმ გალკინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა. მან და მისმა მეუღლემ, ალა პუგაჩოვამ რუსეთი მარტის დასაწყისში დატოვეს. მომღერალმა თქვა, რომ ემიგრაციაში წასვლას არ აპირებდა და განმარტა, რომ სამკურნალოდ და დასასვენებლად ისრაელში იყო წასული. აგვისტოს ბოლოს ის ქვეყანაში დაბრუნდა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი