სოციალური დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა

გამოქვეყნდა:

სოციალური დახმარების მიმღებთა რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 1 ივლისს ამოიწურა მთავრობისგან ერთჯერადი და ექვსთვიანი დახმარებების მიმღებთა რეგისტრაციის ვადა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ვადა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდება. 

ჩვენ გვქონდა, გარდა დარგობრივი დახმარებისა, სოციალური დახმარების მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას, მათთვის ვინც დაკარგა სამსახური ან თვითდასაქმებულებისთვის. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა არის ამოწურული, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 1 აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

5 ქვეყანასთან რეგულარული ფრენების აღდგენის ზუსტ თარიღზე დამატებითი განმართება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, 1 აგვისტოდან კვირაში ორჯერ რეგულარულ ფრენებს განახორციელებს კომპანია "ლუფტჰანზა" და მოლაპარაკები კომპანიებთან "ეარფრანსთან" და "ეარბალტიკთან" მიმდინარეობს. ხოლო ქართული კომპანია "საქართველოს ავიახაზები" კომერციულ ფრენებს შეასრულებს ვენიდან, ამსტერდამიდან და თელავივიდან.  

ივლისის თვეში განხორციელდება სპეცრეისები, რომლებიც უცხოეთში ჩარჩენილ ქართველებს სამშობლოში დააბრუნებს და ამ სპეცრესებზე ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტი არ იქნება. 

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2 კვირაში ერთხელ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ეპიდვითარება გადაიხედება და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, საქართველომ მეტ ქვეყანას გაუხსნას საზღვრები.

მთავრობის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ 13 ივლისიდან მოიხსნება შეზღუდვა ღია სივრცეში გასამართი ყველა სახის ღონისძიებების შესახებ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი