ირანში გარდაიცვალა უფლებადამცველი ქალი, რომელსაც დაკავებისას მორალის პოლიციამ სცემა

გამოქვეყნდა:

ირანელი უფლებადამცველი ქალი, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც რამდენიმე დღის წინ მორალის პოლიციამ "თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის" ბრალდებით დააკავა. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, რამდენიმე დღის წინ, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. თავის მხრივ პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის "მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები" გაუჩნდა. 

ქალის ოჯახი კი ამბობს რომ ის ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო. 

ქალის ოჯახი ამბობს, რომ ის ჯანმრთელი იყო ყველანაირი დაავადების გარეშე. ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი