ვესტმისტერის სასახლეში კაცი, რომელმაც რიგი დაარღვია და დედოფლის კუბოს მიუახლოვდა, დააკავეს

გამოქვეყნდა:

დიდ ბრიტანეთში კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ვესტმისტერის სასახლეში, რიგი დაარღვია და დედოფალ ელისაბედ II-ის კუბოს მიუახლოვდა.

პოლიციის ინფორმაციით, ის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს.

"პარასკევს, 16 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პარლამენტის და დიპლომატიური დაცვის სარდლობის ოფიცრებმა დააკავეს კაცი ვესტმინსტერის დარბაზში არეულობის გამო",-წერია პოლიციის განცხადებაში.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა, მას ორშაბათს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი