თუ რუსული გაზის გარეშე ასე გიჭირთ, გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის მილსადენზე - პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ მოსკოვს ევროპის ენერგეტიკულ კრიზისთან კავშირი არ აქვს და ამბობს, რომ თუ ევროკავშირს რუსეთისგან გაზი სჭირდება, მაშინ უნდა მოხსნას სანქციები, რომლებიც ხელს უშლის Nord Stream 2-ის გაზსადენის გახსნას.

"საბოლოოდ, თუ გაქვთ სურვილი, თუ რუსული გაზის გარეშე ასე გიჭირთ, გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის გაზსადენზე, რომელიც წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს გაწვდით, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი რიგზე იქნება", - თქვა პუტინმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ.

2 სექტემბერს რუსული ენერგოგიგანტის გიგანტმა, გაზპრომმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის მილსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდებას არ აღადგენს. გაზპრომმა მიზეზად ტექნიკური მომსახურება გაუმართაობა დაასახელა.

"ჩრდილოეთ ნაკადი 1" ბალტიის ზღვაზე გადის და ის ყოველწლიურად რუსეთიდან გერმანიაში 55 მილიარდ კუბურ მეტრს გზავნის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი