
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 სექტემბერს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 54 250 ;
- ტანკი -2 202;
- ჯავშანტექნიკა - 4 701;
- საარტილერიო სისტემა - 1 306;
- სარაკეტო სისტემა - 312;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 168;
- თვითმფრინავები - 251;
- ვერტმფრენი - 216;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 911;
- საკრუიზო რაკეტები - 236;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 571 ;
- გემი/ნავი/კატარღა - 15;
- სპეციალური აღჭურვილობა - 121.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.