
მტერმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.
"მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ზაპორიჟიასთან მდებარე სოფელზე. მსხვერპლთა და ნგრევის მასშტაბების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ჩვენ ვიცავთ საჰაერო გაფრთხილებისა და ინფორმაციის არ გამჟღავნების წესებს" - ნათქვამია განცხადებაში.