სანაგვედ ქცეული ტერიტორია ვარკეთილში - ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე 3 ჰექტარი გამწვანებული ტერიტორიის მოწესრიგებას ქალაქის მერია ადგილობრივებს ექვსი წელია ჰპირდება.
ტერიტორია სანაგვედ არის ქცეული და იქ ადგილობრივები დიდი ხანია გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ადგილზე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ადგილობრივებთან ერთად მივიდა.
"ქართული ოცნება" ზემო პლატოს მაცხოვრებლებს 6 წელია უკვე ატყუებს, რომ ამ გამწვანებულ ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი. პირადად დედაქალაქის მერი კახი კალაძე უკვე 3 წელია, რაც პირდება ადგილობრივებს, რომ აქ მოუწყობს დასასვენებელ პარკს... ამ ტერიტორიაზე 5 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, ათასზე მეტი ბავშვი. ნაცვლად იმისა, რომ აქ მოაწყონ სკვერი, აქაურობა ჰგავს ნაომარ ადგილს, ნაფრონტალს, გადაქცეულია სანაგვედ, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილი ადგილობრივებთან ერთად დედაქალაქის მერს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს.