ბაიდენი პუტინს აფრთხილებს, რომ უკრაინასთან ომში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინის ომში.

CBS News-თან ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ მსგავსი ქმედება "სრულიად შეცვლის ომის სახეს". ბაიდენს არ უთქვამს რა იქნება აშშ-ის პასუხი რუსეთის მხრიდან ამ იარაღის გამოყენების შემთხვევაში.

პუტინმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თებერვალში, ქვეყნის ბირთვული ძალები "განსაკუთრებულ" მზადყოფნაში გადაიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი