კუპიანსკში ოკუპანტებს შრი-ლანკელი 7 სტუდენტი სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის განთავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა იპოვეს რამდენიმე ადგილი, სადაც რუს სამხედროებს მოქალაქეები ჩაკეტილი ჰყავდათ

15 სექტემბერს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იპოვეს და გაათავისუფლეს 13-15 წლის ხუთი მოზარდი, რომლებიც რუსებს სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი. ყველა მათგანი ადგილობრივი სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეა. 

16 სექტემბერს ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ გათავისუფლდა შრი-ლანკის 7 მოქალაქე, რომლებიც ასევე სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები არიან. 

„ხარკოვის ოლქში რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იპოვეს წამების კამერები, რომლებშიც შეურაცხყოფა მიაყენეს ოკუპირებული ქალაქებისა და დაბების მშვიდობიან მცხოვრებლებს, ოთახები, რომლებშიც ადამიანები - უცხოელებიც კი იმყოფებოდნენ. კერძოდ, შრი-ლანკის რესპუბლიკის შვიდი მოქალაქე, კუპიანის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ჯერ კიდევ მარტში ისინი რუსმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს, მოგვიანებით კი სარდაფში ჩაკეტეს"- ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში. 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მხოლოდ ახლა, ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ეს ადამიანები გადარჩნენ და ისინი სამედიცინო დახმარებას იღებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი