კოლაბორანტები კონტაქტზე გამოდიან, ესმით, რომ სჯობს რამდენიმე წელი გაატარონ ციხეში, ვიდრე ФСБ-მ მოკლას - მელიტოპოლის მერი

გამოქვეყნდა:

მელიტოპოლის მერის განცხადებით, უკრაინელების ქმედებებით შეშინებული რუსები სულ უფრო ხშირად გადიან კონტაქტზე უკრაინის ხელისუფლებასთან და თანამშრომლობას სთავაზობენ, სანაცვლოდ კი საკუთარი დანაშაულებისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ.

"კოლაბორანტები სულ უფრო ხშირად გამოდიან ჩვენთან კონტაქტზე. მათ მკაფიოდ ესმით, რომ სჯობს რამდენიმე წელი კანონიერად გაატარონ ციხეში ვიდრე ФСБ-მ მოკლას. სწორედ ასეთ საფრთხეს ხედავენ ისინი საკუთარი თავისთვის. მაგალითად, კოლაბორანტები პოლიციელები არიან, ისინი მტრის სპეცსამსახურებისთვის საკმაოდ ბინძურ სამუშაოს ასრულებენ და ესმით, რომ იგივე სპეცსამსახურები მოიშორებენ თავიდან", - თქვა მან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევების საპასუხოდ, ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უტევენ.

დილით რუსებმა ცეცხლი სლავიანსკის თბოელექტროსადგურს გაუხსნეს,ხანძარი გაჩნდა და სადგურის აღჭურვილობა სერიოზულად დაზიანდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა პარტიზანებმა მელიტოპოლში რკინიგზა ააფეთქეს, რითაც ოკუპანტებს იარაღის გადასატანი გზები ჩაუკეტეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი