
ისრაელმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა სირიის დამასკოს საერთაშორისო აეროპორტსა და დედაქალაქის სამხრეთით მდებარე სხვა პოზიციებზე - ამის შესახებ ინფორმაციას სირიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა.
Reuters წერს, რომ სირიის საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა შეტევა და მოახერხა რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება. არ ყოფილა დაუყოვნებელი დადასტურება, იმოქმედა თუ არა საჰაერო იერიშმა აეროპორტის ფუნქციონირებაზე.
ისრაელში განაცხადეს, რომ "უცხოურ ცნობებზე" კომენტარს არ აკეთებენ.