რუსეთმა სლავიანსკში თბოელექტროსადგური დაბომბა

გამოქვეყნდა:

"სლავიანსკის თბოსადგური რუსმა დამპყრობლებმა დღეს დილით დაბომბეს. სადგურის ტერიტორიაზე ტექნიკა დაზიანდა", - წერს დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო თავის ტელეგრამში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერი "განზრახ უმიზნებს რეგიონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს, პირველ რიგში, მშვიდობიან მოსახლეობას".

ხანძარი, რომელიც დაბომბვის შედეგად გაჩნდა, ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი