
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ აშშ-გან დამატებით $1.5 მილიარდის ფინანსური დახმარება მიიღო.
შმიგალმა პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა გადაუხადა.
"უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ეს თანხა აშშ-ის ბოლო დახმარების, $4.5 მილიარდი ნაწილია, რომელიც ამერიკამ მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან მიიღო. თანხები მოხმარდება საპენსიო გადასახადებისა და სოციალური დახმარების პროგრამებზე ბიუჯეტის ხარჯების ანაზღაურებას. მადლობელი ვართ პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის", - წერს შმიგალი.