ნიკოლაევში დააკავეს 45 წლის უკრაინელი, რომელიც რუსეთის ჯარს ეხმარებოდა

გამოქვეყნდა:

ნიკოლაევის საოლქო პროკურატურამ განაცხადა, რომ დააკავეს ღალატში ეჭვმიტანილი ნიკოლაევის მკვიდრი, 45 წლის კაცი.

გამოძიების თანახმად, ადგილობრივი მცხოვრები, რომელსაც აქვს ანტიუკრაინული პოზიცია, დათანხმდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის წინადადებას და მანქანაში ფარული ვიდეოკამერის გამოყენებით დაიწყო შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების მოძრაობისა და განლაგების ჩაწერა. 

„შეგროვებული მონაცემები მან თავის კურატორს გადასცა დახურული საკომუნიკაციო არხებით. ჩხრეკის დროს ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათებით ფარული ვიდეოგადაღების საშუალებები, რომლებიც შეიცავს მის დანაშაულებრივ ქმედებას და კუთვნილებას",- ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე.

დაკავებულის სასამართლო პროცესი უახლოეს ვადაში გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი