
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება შეცვალოს უკრაინის ომის მიზნები, რადგან დამარცხებები და რესურსების ნაკლებობა ადასტურებს რუსეთის უუნარობას მიაღწიოს კრემლის თავდაპირველ ზრახვებს. ამის შესახებ პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
"ახლა ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ვფიქრობ, პუტინს მოუწევს გადახედოს თავისი "ოპერაციის" მიზნებს. ახლა საკმაოდ ნათელია, რომ ის... ვერ შეძლებს გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც თავდაპირველად აპირებდა.", - თქვა ბერიერმა.
პენტაგონმა გაიხსენა, რომ პუტინი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა კიევის ოკუპაციისა და პროდასავლური მთავრობის დამხობის მიზნით. მაშინ როცა ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ უკრაინულმა ჯარებმა მოახერხეს ხარკოვიდან დამპყრობლების განდევნა და აიძულეს ისინი გაქცეულიყვნენ, კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე.