
ჩუგუევში, რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 11 წლის გოგონა ემსხვერპლა, - ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, 11 წლის გოგონა საავადმყოფოში დაიღუპა
"რუსული ტერორისგან უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა. სამწუხაროდ, ჩუგუევის საავადმყოფოში გადაყვანილი 11 წლის გოგონა მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა", - აცხადებს სინებუგოვი.
დღეს, 17 სექტემბერს, რუსმა ოკუპანტებმა ჩუგუევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები, საწარმო და ბენზინგასამართი სადგური.