დასავლეთ ვირჯინიაში აბორტი აიკრძალა

გამოქვეყნდა:

დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორმა ჯიმ ჯასტისმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც შტატში აბორტის უფლებას კრძალავს, -  ამის შესახებ ინფორმაციას abcnews ავრცელებს. 

კანონპროექტი, ორსულობის ყველა ეტაპზე მანიპულაციას კრძალავს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს: მაგალითად, იმ შემთხვევაში თუკი გარე ორსულობის ფაქტი დადგება.

მედიკოსებს, რომლებიც აბორტს ჩაატარებენ, შესაძლოა, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია  ჩამოართვან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარუდგინონ. 

ცნობისთვის აშშ-მ გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე დაცული იყო. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კონკრეტული შტატები თავად იღებენ გადაწყვეტილებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი