დაუშვებელია, რომ ოლიგარქმა აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს ხაზი გადაუსვას - ანალიტიკოსები

გამოქვეყნდა:

ანალიტიკოსები აშშ-ს კონგრესის კანონპროექტსა და მის დამატებით განმარტებებს ეხმაურებიან და მოუწოდებენ ხელისუფლებას, სერიოზულად მოეკიდონ არსებულ ვითარებას.

მათი მტკიცებით, აშშ, რომელიც ბოლო 30 წელია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ცდილობს, ბუნებრივია, დაინტერესებულია ქვეყნის პოლიტიკური სიტუაციით.

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დირექტორის, პაატა გაფრინდაშვილის თქმით, არსებული ვითარების იგნორირება ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, რადგან ქვედა კომიტეტში შეტანილმა კანონპროექტმა, შესაძლოა, უფრო მაღალ ინსტანციებში გადაინაცვლოს.

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია კი განმარტავს, რომ აშშ-სთვის დაუშვებელია, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა განაგებდეს ვითარებას.

ბუნებრივია, მათთვის დაუშვებელია, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ან ოლიგარქმა ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს ხაზი გადაუსვას და გადააბაროს რუსეთს, - ამბობს ქუთელია.

ანალიტიკოსების აზრით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რა ტიპის ლობისტური კავშირებიც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ, კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტი ცვლილებებს დაამტკიცებს.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი