"ოცნებამ" ალტ-ინფოს შემომწირველი, ზეზვა ჩანქსელიანი ლენტეხის საპატიო მოქალაქის ტიტულით დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" ალტ-ინფოს შემომწირველი, ზეზვა ჩანქსელიანი ლენტეხის საპატიო მოქალაქის ტიტულით დააჯილდოვა. რა დამსახურებისთვის მიანიჭა ქობულეთის მერმა ეს ტიტული ჩანქსელიანს არავინ იცის. ჩანქსელიანის დაჯილდოებას აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა. 

ჩანქსელიანი ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარეა, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი იყო, ახლა კი ის კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს დამფინანსებელია.  გარდა ამისა, ჩანქსელიანი ფლობს რამდენიმე კომპანიასაც, რომელიც კონკურენციის გარეშე იგებს ტენდერებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი