
საქართველოში არ შეუშვეს უკრაინის მოქალაქე, უკრაინელი წამყვანი, რომან დრიბნი, რომელსაც საქველმოქმედო ღონისძიებაზე დასასწრებად, სპეციალური მოწვევა ჰქონდა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.
"დღეს თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს, ჩვენს მიერ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოწვეული რომან დრიბნი, უკრაინის მოქალაქე. დედა სიდონიას ორგანიზებით, 25 სექტემბერს წინანდალში იმართება საქველმოქმედო ღონისძიება, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ადამიანი სპეციალური საშვით და მოწვევით და ნებართვით, უკრაინის ტერიტორიიდან და უშუალოდ მე ვეხმარებოდი რომ ეს ნებართვა აეღო, შემოდიოდა საქართველოში და ეს ადამიანი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააბრუნეს თბილისის აეროპორტიდან. ეს არის თავეხდური, კანონსაწინააღდეგო ქმედება, რასაც შსს პრორუსული ქართული ოცნების დავალებით ჩადის." განაცხადა გიორგი ვაშაძემ.