
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა. armenpress.am-ის ინფორმაციით მისი თვითმფრინავი უკვე დაეშვა ერევანში.
ვიზიტის ფარგლებში პელოსი პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სომხეთის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება, რათა განიხილონ აშშ-სომხეთის ურთიერთობები და უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა. ვიზიტი 19 სექტემბრამდე გასტანს.