Maxar Technologies იზუმის მასობრივი სამარხების სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

კომპანია Maxar Technologies-მა საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან გადაღებული სატელიტური სურათები გამოაქვეყნა. ფოტოებზე მასობრივი სამარხებია დაფიქსირებული.

Maxar Technologies ორ სურათს აქვეყნებს. პირველი გადაღებულია 2022 წლის მარტში, მეორე კი აგვისტოში.

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში, ტყეში, უკრაინელებმა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი საფლავია. ცხედრებს კი წამების კვალი აღენიშნებათ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი