
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პოსტების ქვეშ მისი საქებარი კომენტარების არსებობას ბოტები შეამოწმებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსული ბიურო ავრცელებს.
ეს ყველაფერი კი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულების „მუშაობის“ ეფექტურობის მონიტორინგის მიზნით გაკეთდება.
ბოტი დაითვლის, თუ ვინ და რა სახის კომენტარი დატოვა კადიროვის პოსტზე, თუმცა უბრალო "სმაილი" არ მიიღება.
კომენტარი უნდა იყო სულ მცირე სამსიტყვიანი და ის არ მიიღება, თუ კადიროვის პოსტის დადებიდან 24 საათი იქნება გასული.
ცნობისთვის, მანამდე რამზან კადიროვის პოსტების ქვეშ ჩეჩენ პედაგოგებს საქებარი კომენტარების დაწერა დაავალეს მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობამ იკლო.