რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ვისოკოპოლიე 80%-ით განადგურებულია

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტებისგან განთავისუფლებული ვისოკოპოლიე 80%-ით განადგურებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, იაროსლავ იანუშევიჩმა ავრცელებს.
მისივე თქმით ხერსონის რაიონის სოფელ ვისოკოპოლიეში 270 მოსახლე რჩება, მუდმივი დაბომბვის გამო კი მოსახლეობა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. 

 "სოფელში რჩება 270 მოსახლე. მუდმივი დაბომბვის გამო ვერც ელექტროენერგია და წყალმომარაგება აღდგება, ვერც საავადმყოფოები, აფთიაქები და მაღაზიები სამუშაოდ. ახლა რეგიონული ხელისუფლება ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის აღდგენაზე მუშაობს", - ამბობს ვისოკოპოლიე

ცნობისთვის, 5 სექტემბერს უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს პირველი ვიდეო რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ხერსონის რაიონის სოფელ ვისოკოპოლიედან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი