"სამჯერ მეტი ვიდრე ბუჩაში" - იზიუმის საერთო სასაფლაოები

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.  ქალაქის შემოგარენში ტყესთან ახლოს სასაფლაოზე 440-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. წინასწარი დათვალიერებით დგინდება, რომ ბევრი მათგანი წამების მსხვერპლია. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ხდებოდა იზიუმში 6-თვიანი ოკუპაციის პირობებში.  “ორი იმდენი, რამდენიც ბუჩაში” - რუსეთის ეს ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბუჩა ერთეული შემთხვევა არ არის და მსგავსი სისასტიკე ოკუპანტების მოქმედების ჩვეულ სტილია.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი