ერდოღანი თურქეთის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ისახავს მიზნად - Reuters

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღის თქმით, თურქეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ მან უზბეკეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ამ ნაბიჯით ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან ბევრად განსხვავებულ პოზიციაზე გადაინაცვლებს“ - თქვა ერდოღანმა.

გამოცემის ინფორმაციით,  ერდოღანს  ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას რაზეც მან უპასუხა -„რა თქმა უნდა, ეს არის მიზანი“.
 
შეგახსენებთ რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი უზბეკეთში 15-16 სექტემბერს გაიმართა.
ორგანიზაციაში ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი არიან გაწევრიანებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი