ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგოსისტემასთანაა მიერთებული - IAEA

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური  უკრაინის ენერგოსისტემასთანაა მიერთებული - ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო [IAEA] ავრცელებს. 

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ იღებს ელექტროენერგიას ეროვნული ქსელიდან მას შემდეგ, რაც ინჟინრებმა შეაკეთეს ოთხიდან 1 ძირითადი გარე ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც დაზიანდა კონფლიქტის დროს”, – წერს IAEA

მათივე ინფორმაციით,  ხაზი ახლა უზრუნველყოფს სადგურს საჭირო ელექტროენერგიით.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა უკრაინის ელექტროსისტემასთან სადგურმა რამდენიმე კვირის  წინ დაკარგა კავშირი. იგი ჯერ თავად ქარხნის მიერ გამომუშავებულ ენერგიას იყენებდა, ხოლო შემდეგ ახლომდებარე თბოელექტროსადგურიდან იღებდა საჭირო ენერგიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი