
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკმა ის 25 ოქტომბერს ხორვატიაში დაგეგმილ ყირიმის პლატფორმაზე მიიწვია, - ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
პაპუაშვილის თქმით, სტეფანჩუკთან ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და მასთან ახლაც აქვს კომუნიკაცია.
"მანამდე, ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით. ვიზიტის დროს, იქვე, ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ახლაც გვაქვს კონტაქტი, კომუნიკაცია. მათ შორის, მან მიმიწვია ყირიმის პლატფორმაზე, რომელიც 25 ოქტომბერს ხორვატიაში გაიმართება. მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს, რომელიც არის უკრაინის რადაში და საქართველოს პარლამენტში, აქვთ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა. არის ძალიან თბილი და ისეთი მეგობრული ურთიერთობა, რომელიც უკრაინას და საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ცალკეული დევიციები და ამის უკან გარკვეული მიზეზებია, მაგრამ მთავარია, საქართველო უკრაინას უდგას გვერდით იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენნაირ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას შეიძლება, გაეკეთებინა. რეალურად, უკრაინაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველო-უკრაინას შორის თბილი ურთიერთობებით და ეს ურთიერთობები ნამდვილად არსებობს" - ამბობს პაპუაშვილი
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო დელეგაცია პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.