
ხარკოვის რეგიონის ეროვნული პოლიციის ექსპერტებმა იზიუმში მასობრივ საფლავში ნაპოვნი კიდევ 59 ცხედარი ამოიღეს, - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი იტყობინება.
მისი ინფორმაციით, უმეტესობას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნება.
"16 სამოქალაქო მამაკაცის და 26 ქალის ცხედარი გადაყვანილია შემდგომი ექსპერტიზაზე. 17 სამხედრო მოსამსახურეა. ექსპერტების აზრით, მათ უმეტესობას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნება. სამუშაოები გრძელდება", - წერს სინებუგოვი.
მისივე თქმით ეს არის ექვსთვიანი ოკუპაციის ტრაგიკული და საშინელი შედეგი იზიუმში" და "მსოფლიომ უნდა ნახოს რუსების დანაშაულები, რათა ყველა დამნაშავე დაისაჯოს!“