ბირთვული იარაღის შიშით რუსეთთან შეთანხმება, ყველაზე ცუდი გზა იქნება, ეს დედამიწის განადგურების საკითხია - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ბირთვული იარაღის შიშით რუსეთთან შეთანხმება, ყველაზე ცუდი გზა იქნება, რაზედაც შეიძლება წახვიდე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ   როიტერთან ინტერვიუში ისაუბრა.

ოფიციალური კიევის ლიდერის თქმით მას არ სჯერა რომ რუსეთის ფედერაცია ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამასთან ის დასავლეთის ქვეყნებს და მათს დაზვერვას მოუწოდებს რომ რუსეთს  ბირთუვული იარაღის გამოეყენებაზე ფიქრის საშულება არ მისცენ.

"არ შეიძლება დიალოგი აწარმოო ისეთ ადამინებთან რომლებიც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებიან. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მსოფლიოში ასეთი ადამიანების გარეშე. ბირთვული იარაღის შიშით რუსეთთან შეთანხმება, ყველაზე ცუდი გზა იქნება, რაზედაც შეიძლება წახვიდე. ამასთან ეს დედამიწის განადგურების საკითხია. არ მესმის მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურებმა როგორ უნდა მისცენ რუსეთის ფედერაციას ამაზე ფიქრის საშუალებაც კი. გულწრფელად გითხრათ არ მგონია ეს ასე მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია"- ამბობს ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, ბირთული იარაღის გამოყენება, დედამიწას გაანადგურებს რაც არამარტო უკარინას და უკრაინელ ხალხს, არამედ რუსეთსაც ძვირი დაუჯდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი